იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.239
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
2002 წლის 11 აპრილი
ქ.თბილისი
იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება
,,შვილად აყვანის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება (დანართი).
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
ა. გამყრელიძე
დანართი
იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება:
1. ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
2. შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
3. ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც იწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
4. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
5. ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
6. ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;
7. ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
8. ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია I და II ჯგუფის ინვალიდობა მყარი შრომისუუნარობით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“?
- „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“ მიღებულია 11.04.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №101/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.11.119.005.239.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2010-დან.
- სად არის „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება“, №101/ნ, 11.04.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.239 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53572/