ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2022 წლის 20 იანვარი ქ. ახალციხე |
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გადაცემის წესი
1.,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრის გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი საჩუქრების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:
ა.ა) სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბ) სტუდენტი-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) წარმატებული სტუდენტი-სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;
დ) ფულადი საჩუქარი-ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი საჩუქარი;
ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი-სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი (დანართი 2).
1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. ფულადი საჩუქარი გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.
ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.