📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.01.2022
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016454
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 572 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2022 მიღება
02.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2022 წლის 20 იანვარი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს   კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი, დანართის 1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის № 33 დადგენილება. (მიღების თარიღი 23/03/2018 წელი. გამოქვეყნების წყარო თარიღი, ვებგვერდი 28/03/2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016347) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ახალციხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი „ახალციხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით  ნიჭიერი და წარმატებული პირების წახალისებას და განსაზღვრავს მათი დაჯილდოების პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗.  საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული  სპორტსმენების დასაჩუქრება 1. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: I ადგილი – 400 ლარი;  II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; 2. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულმა სპორტსმენმა, არასრულწლოვანის შემთხვევაში მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვანის შემთხვევაში) დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 3🔗.  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული პირების და საპატიო ახალციხელების  დასაჩუქრება 1. საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 2. ახალციხის საპატიო მოქალაქის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით. 3. ახალციხის საპატიო მოქალაქემ, გამარჯვებულმა პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვანის შემთხვევაში) დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე)  საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 4🔗.  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიცირებულ ან რეგიონალურ სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების  დასაჩუქრება  1. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 2. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 3. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 800 ლარი; ბ) II ადგილი – 600 ლარი; გ) III ადგილი – 400 ლარი. 4. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულმა გუნდმა ან პიროვნებამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გუნდის მიერ წარდგენილი პირის (წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გამარჯვებული პირის ან გუნდის წარმომადგენლის  საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 5🔗. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მუხლი 6🔗. ფულადი საჩუქრის ანაზღაურების წესი ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.