ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2023 ძალადაკარგული 25.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 31 იანვარი

ქ. ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან (05 00) საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი, დანართი 1 - ის შესაბამისად.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან (კოდი 05 00)  საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის  ბიუჯეტიდან (კოდი 05 00)  საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს 2023 წლის განმავლობაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით  ნიჭიერი და წარმატებული პირების წახალისებას, განსაზღვრავს მათი დაჯილდოების პირობებსა და წესს.

მუხლი 2. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული  სპორტსმენების დასაჩუქრება (კოდი 05 01 01)
1. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი – 400 ლარი; 

ბ) II ადგილი – 300 ლარი;

გ) III ადგილი – 200 ლარი;

2. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულმა სპორტსმენმა (არასრულწლოვნების შემთხვევაში მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვნების შემთხვევაში);

დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები.


მუხლი 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიცირებულ ან რეგიონულ სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების  დასაჩუქრება (კოდი 05 01 01)
1. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი – 300 ლარი;

ბ) II ადგილი – 200 ლარი;

გ) III ადგილი – 100 ლარი.

2. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით:

ა) I ადგილი – 500 ლარი;

ბ) II ადგილი – 300 ლარი;

გ) III ადგილი – 200 ლარი.

3. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით:

ა) I ადგილი – 800 ლარი;

ბ) II ადგილი – 600 ლარი;

გ) III ადგილი – 400 ლარი.

4. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულმა გუნდმა ან პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) გუნდის მიერ წარდგენილი პირის (წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამარჯვებული პირის ან გუნდის წარმომადგენლის  საბანკო რეკვიზიტები.


მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული პირების და ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დასაჩუქრება (კოდი 05 02 07 და 05 03 01)
1. საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი – 300 ლარი;

ბ) II ადგილი – 200 ლარი;

გ) III ადგილი – 100 ლარი.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქემ, გამარჯვებულმა პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) რეგისტრაციის ბარათი (არასრულწლოვნების შემთხვევაში);

დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე)  საბანკო რეკვიზიტები.


მუხლი 5. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება
ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.

მუხლი 6. ფულადი საჩუქრის ანაზღაურების წესი
ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2023.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.01.2023. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.138.016501.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.12.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №5, 31.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016501 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5708968/