„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1 |
|
2022 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010340000.22.034.016500) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის:
ა) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეების, მეკავშირე ოფიცრებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების დარეგულირების მიზნით, მოსამსახურის გამოწვევა შესაძლებელია მოსამსახურის მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან მივლინების ვადის ამოწურვის თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 4. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა არ უკავშირდება თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისივე თანხმობით ირიცხება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. 5. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს მითითებული ვადა ან არ მიიღოს იგი მხედველობაში ამ მუხლის 51 ან 52 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს იმავე სახელმწიფოში. 52. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე დანიშნოს ახალ თანამდებობაზე ან როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს სხვა სახელმწიფოში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.034.017191.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1, 21.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017191 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5360844/