„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.034.017341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №13

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010340000.22.034.016500) დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. როტაცია და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში როტაციის წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.

3. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეების, მეკავშირე ოფიცრებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების დარეგულირების მიზნით, მოსამსახურის გამოწვევა შესაძლებელია მოსამსახურის მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან მივლინების ვადის ამოწურვის თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

5. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა არ უკავშირდება თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისივე თანხმობით ირიცხება სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

6. დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.

7. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია პოლიციის ატაშე, მეკავშირე ოფიცერი და მათი აპარატების უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები საქართველოში დაბრუნების გარეშე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს სხვა სახელმწიფოში.

8. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.

10. დაუშვებელია მოსამსახურის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.

11. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დიპლომატიური სტატუსი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.“.

მუხლი 2
როტაციის წესით მოსამსახურის სამუშაოდ ზედიზედ სამჯერ მივლინების აკრძალვა ვრცელდება 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მოსამსახურეზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური