სამხედრო დანიშნულების ქონების რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.026.016958
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამხედრო დანიშნულების ქონების რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №2
2022 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
სამხედრო დანიშნულების ქონების რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამხედრო დანიშნულების ქონების რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
სამხედრო დანიშნულების ქონების რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სამხედრო დანიშნულების ქონების (უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, ნედლეული, მასალა)) რეალიზაციის ფორმით განკარგვისას ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების წესს და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
მუხლი 2🔗. გადაწყვეტილება
აუქციონით
რეალიზაციის
შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებით განსაზღვრული დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ხელმძღვანელი იღებს წერილობით გადაწყვეტილებას უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, ნედლეული, მასალა) აუქციონით რეალიზაციის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) რეალიზაციის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელებას;
ბ) სარეალიზაციო ქონების დასახელებას და აღწერას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) საწყის სარეალიზაციო ფასს (ღირებულებას);
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს (მრგვალდება ერთი თეთრის სიზუსტით). ამასთან, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ლარს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდის ვადას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) რეალიზაციის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს. განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, ბიჯის სიდიდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ლარს;
ი) დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების პროექტს;
კ) ხელშეკრულების გაფორმების ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც რეალიზაციის განმახორციელებელი დაწესებულება ჩათვლის მიზანშეწონილად.
მუხლი 3🔗. ელექტრონული
აუქციონის
ორგანიზება
1. აუქციონის გამოცხადება, მონაწილეობა და ვაჭრობა ხორციელდება ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დადგენილი წესით.
2. დაწესებულება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge).
3. დაწესებულების მიერ ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდის (www.eauction.ge) გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. დავების
გადაწყვეტის
წესი
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.