„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის N01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
470230000.55.067.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს სსიპ  – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №18

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სტანდარტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) შერჩეული სამედიცინო დაწესებულება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო)  მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს  შესაბამისი სამედიცინო  მოწმობა;

გ) გემის პერსონალი – ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე, გარდა გემის ეკიპაჟის წევრისა და გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნა/მომზადება და ფლობს სათანადო სერტიფიკატს;“.

2. სტანდარტის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამედიცინო  მოწმობის  მოქმედების  ვადა

1. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არ უნდა არემატებოდეს 2 (ორი) წელს, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა.

2.16-დან 18 წლამდე, ასევე 50 წელს გადაცილებულ მეზღვაურზე/გემის პერსონალზე სამედიცინო მოწმობა გაიცემა არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

3. ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ექიმის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ნაკლები პერიოდით, მაგრამ  არანაკლებ 4 თვისა.

4. მეზღვაურის/გემის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  თაობაზე ეჭვის  გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია გადამოწმდეს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინამდებარე სტანდარტების მე-7 მუხლის შესაბამისად.

5. გემზე საქმიანობის დროს სამედიცინო მოწმობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამედიცინო მოწმობა დარჩება ძალაში მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს/გემის პერსონალს საშუალება ექნება მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არ აღემატება სამ თვეს.

მუხლი 6. სამედიცინო  მოწმობის   შინაარსი

1. ამ სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრული სამედიცინო მოწმობა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ინფორმაცია მეზღვაურის/პერსონალის წევრის შესახებ:

ა.ა) გვარი, სახელი, პირადი ნომერი;

ა.ბ) მეზღვაურის ნომერი;

ა.გ) დაბადების თარიღი და ადგილი (რიცხვი, თვე, წელი, ქვეყანა, ქალაქი);

ა.დ) მოქალაქეობა;

 ა.ე) სქესი;

ა.ვ) გემზე დაკავებული თანამდებობა (კაპიტანი, თანაშემწე, მექანიკოსი, ელ-ტექნიკოს ოფიცერი; რადიო-ოფიცერი, რიგითი, სხვა);

ა.ზ) ფაქტობრივი  მისამართი;

ბ) მეზღვაურის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები:

ბ.ა) მხედველობის სიმახვილე;

ბ.ბ) ფერთა აღქმა;

ბ.გ) ყურთასმენა;

ბ.დ)სისხლის ჯგუფი;

ბ.ე) თვალის ფერი;

ბ.ვ) სიმაღლე;

ბ.ზ) წონა;

ბ.თ) სხეულის მასის ინდექსი;

ბ.ი) მხედველობა აკმაყოფილებს  STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტებს (შეუიარაღებელი თვალით, მაკორეგირებელი საშუალებით)?

ბ.კ) ფერთა აღქმა აკმაყოფილებს STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტებს?

ბ.კ.ა) ფერთა აღქმის ბოლო ტესტის ჩატარების თარიღი.

ბ.ლ) ყურთასმენა აკმაყოფილებს  STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის სტანდარტს?

ბ.მ) ყურთასმენა მაკორექტირებელი საშუალებების გარეშე დამაკმაყოფილებელია?

ბ.ნ) მეზღვაური თავისუფალია ისეთი დაავადებისაგან, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ზღვაზე საქმიანობისას, ან სამსახურისთვის გამოუსადეგარს გახდის მეზღვაურს, ან საფრთხეს შეუქმნის გემზე მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას?(დადებითი პასუხის შემთხვევაში კეთდება განმარტება უკანა გვერდზე);

ბ.ო) შეუძლია აწარმოოს სანავიგაციო მეთვალყურეობა (წინმაყურებელი)?

ბ.პ)  მეზღვაური  თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შესარულებლად შრომისუნარიანია/შრომისუუნაროა;

ბ.ჟ) საქმიანობასთან დაკავშირებული ფიზიკური შეზღუდვები (დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითება შეზღუდვის თაობაზე;

ბ.რ) უფლებამოსილი ექიმის სახელი, გვარი;

ბ.ს) უფლებამოსილი ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი;

ბ.ტ)  შემოწმების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);

ბ.უ)  მოქმედების ვადა (რიცხვი/თვე/წელი);

გ) მეზღვაურის ხელმოწერა რომელიც ადასტურებს, რომ გაცნობილია სამედიცინო მოწმობის შინაარს და მისი გადასინჯვის უფლებას კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) დამატებითი ინფორმაცია:

დ.ა) მეზღვაურს გამოუვლინდა გადამდები დაავადებები? (ან ვირუსი  მზარეულებისთვის);

დ.ბ) მეზღვაურს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად?

დ.გ) გააჩნია ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის ადეკვატური მეტყველება?

დ.დ) მეზღვაური იღებს მედიკამენტ(ებ)ს ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე? (დადებითი პასუხის შემთხვევაში მიეთითება მედიკამენტის დასახელება);

ე)ალერგიები ან ვიტალურ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;

ვ) ექიმის დამატებითი შენიშვნები;

ზ) ინფორმაცია პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულების შესახებ:

ზ.ა) სამედიცინო დაწესებულების დასახელება;

ზ.ბ) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი;

ზ.გ) სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი.

მუხლი 7. სამედიცინო მოწმობის  გადასინჯვის შესაძლებლობა

1. თუ არსებობს ეჭვი, რომ გაცემულ სამედიცინო მოწმობაში მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება შემოწმებული პირის ჯანმრთელობის არსებულ მდგომარეობას, დამსაქმებელს, სააგენტოს ან თავად პირს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო მოწმობაში შეტანილი  მონაცემების გადამოწმება  სამედიცინო მოწმობის გაცემიდან  30 (ოცდაათი) დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში შესაბამისი ქმედების განხორციელებით. 

3. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების გადამოწმების მიზნით სააგენტოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.  

4. კომისიის შემადგენლობაში შესაძლოა მოწვეულ იქნეს უფლებამოსილი ექიმები.

5. ჩატარებული კომისიური წესით გადამოწმების შედეგად, უფლებამოსილი ექიმი გასცემს ახალ სამედიცინო მოწმობას წინამდებარე სტანდარტის მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმებისათვის აუცილებელ ხარჯებს გასწევს ის პირი/ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს გადამოწმებას.  

7. სააგენტოს მოთხოვნით გადამოწმების შემთხვევაში, სამედიცინო მოწმობის გამცემი ან სააგენტოს მიერ შერჩეული სხვა სამედიცინო დაწესებულება მონაცემების გადამოწმებას აწარმოებს ანაზღაურების გარეშე.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი