„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №01 |
|
2016 წლის 4 თებერვალი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების 61 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”; ბ) ბრძანების 61 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”; გ) ბრძანების 61 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6 რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”; დ) ბრძანების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი 1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით. 2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი სერტიფიკატი. 3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი. 4. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. 5. გაუქმებული ან დაზიანებული მეზღვაურის სერტიფიკატი ექვემდებარება მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემაში შესაბამის აღნიშვნას. 6. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა ახალი ნომრით ძველი სერტიფიკატის მოქმედების ვადის მითითებით." |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2016.
- როდის იქნა მიღებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.02.2016. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №01. სარეგისტრაციო კოდი — 300170000.55.067.016077.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01, 04.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3181425/