„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №16 |
|
2013 წლის 19 სექტემბერი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმები 1. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა რიგითი შემადგენლობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები: ა) საგემბანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები: ა.ა) სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითი: ა.ბ) მატროსი. ბ) სამანქანე განყოფილების რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატები: ბ.ა) სამანქანე ვახტზე მდგომი რიგითი; ბ.ბ) მოტორისტი. გ) რიგითი ელექტროტექნიკოსი. 2. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა წვრთნების გავლისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები: ა) პირადი გადარჩენის მეთოდები (STCW რეგ. VI/1); ბ) ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა (STCW რეგ. VI/1); გ) ელემენტარული პირველადი დახმარება (STCW რეგ. VI/1); დ) პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა (STCW რეგ. VI/1); ე) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები (STCW რეგ. VI/6) ვ) უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (STCW რეგ. VI/6); ზ) გემის უშიშროების ოფიცერი (STCW რეგ. VI/5): თ) კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა (STCW რეგ. VI/2); ი) სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა( STCW რეგ. VI/2); კ) ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი (STCW რეგ. VI/3); ლ) პირველადი სამედიცინო დახმარება (STCW რეგ. VI/4); მ) სამედიცინო მომსახურება (STCW რეგ. VI/4); ნ) ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები (STCW რეგ. V/1-1); ო) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა; (STCW რეგ. V/1-1); პ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/1-1); ჟ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა( STCW რეგ. V/1-2) რ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა (STCW რეგ. V/1-2) ს) არაორგანიზირებული ხალხის მასების მართვა (STCW რეგ. V/2); ტ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის (STCW რეგ. V/2) უ) კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა (STCW რეგ. V/2); ფ) მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა (STCW რეგ. V/2); ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; II/1; II/2;); ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/2, II/1; III/2; III/1;) ყ) ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (STCW რეგ. I/12, II/1; II/2) შ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (STCW რეგ. I/12; II/1; II/2);. ჩ) სამანქანო განყოფილების რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; III/1; III/2;) 3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით განსაზღვრული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი.”. |
2.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დადასტურების სერტიფიკატი 1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე. 2. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს: ა) სააგენტოს მიერ გაცემულ კომპეტენციის სერტიფიკატებზე რაც დასტურდება ბლანკში სტიკერის ჩაკვრით; ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას: ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი; ბ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით.“ |
3.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სხვა სერტიფიკატები 1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს: ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის მიხედვით. ბ) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები. 2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები: ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი; ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; გ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი; დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსი; ე) ბოცმანის სერტიფიკატი; ვ) დონკერმანი; ზ) ხარატი; თ) გემის მზარეული; ი) სამაგიდე მომსახურე პერსონალი; კ) დამხმარე პერსონალი; ლ) ინერტული აირების სისტემის გამოყენება; მ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვა; ნ) გემის მართვა და მანევრირება; ო) სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა; პ) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები; ჟ) ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა; რ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.“. |
4.
მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“ |
5.
მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:
„უ) მოქალაქეობა; ფ) მეზღვაურის ნომერი.“ |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების საფუძველზე გაცემული აღიარების/კვალიფიკაციის სერტიფიკატები ძალაშია მათი მოქმედების ვადის გასვლამდე.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|