„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/38
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/38

2022 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
მუხლი 1.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 05/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016517)  და ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების  ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565  დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. ბრძანებით  დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს  ცვლილებები და დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულება“

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების  ეროვნული სააგენტო (შემდგომში –   სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

გ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი,  ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ემბლემა და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (ემბლემა) და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს მინისტრი.“;

დ) მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;“;

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა