1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია და ზედამხედველობა);

ბ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმებული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) ხელვაჩაურში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დ) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა;

ე) ხელვაჩაურის ჯანდაცვის სფეროდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული გარკვეული ფუნქციების აღება;

ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება;

ზ) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტთა და საექთნო საქმიანობის ორგანიზება, ხელშეწყობა, მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პირველადი ჯანდაცვის რესურსების ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობ