1. სოციალური პროგრამების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას (კოორდინაცია და ზედამხედველობა);

ბ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზაციას კანონის შესაბამისად;

გ) მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელვაჩაურში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას;

ე) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელვაჩაურში განსახორციელებელი სამედიცინო და სოციალური პროგრამების კოორდინაციას;

ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევას;

ზ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობასა და მათ კოორდინაციას;

თ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პროგრამების შემუშავებასა და გატარებას;

ი) მოსახლეობის სოციალურ მონიტორინგსა და ინდივიდზე ორიენტირებულ პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი