„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2424
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025946
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2424

2021 წლის  30  დეკემბერი 

ქ. თბილისი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის  №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების:

1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 1 1  პუნქტი:

„11. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან  2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები.“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პირველადად აცრის შემდეგ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სოციალური მომსახურების სააგენტო) კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა (სოციალური მომსახურების სააგენტო და სს „ლიბერთი ბანკი“) შეთანხმების შესაბამისად. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გადადარებას ან სხვაგვარ დამუშავებას.“.

3.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროსთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმ ბენეფიციარების დაფინანსება, რომელთა სოციალური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდება 2021 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2022 წლის ასიგნებების ფარგლებში.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2021.
როდის იქნა მიღებული „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2424. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025946.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2424, 30.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025946 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5375757/