ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2022
ძალის დაკარგვა 08.04.2022
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016627
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.04.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 12.08.2015
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 3 თებერვალი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 100 (ასი) ლარი;
ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად – 100 (ასი) ლარი;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრისათვის- 200(ორასი) ლარი;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1171 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული, თვეში მინიმუმ ერთხელ ამომრჩეველების/მოქალაქეების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი.
მუხლი 2🔗
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს)
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ როგორც ამომრჩევლების მიღების მოწყობის დამადასტურებელი ოქმს, ასევე მოხსენებით ბარათს, რომელშიც ასახული უნდა იქნეს მოქალაქეებთან შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.
4. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 19004000.35.143.016347).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 21 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი