,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №50 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2022 წლის 4 თებერვალი ქ.ლაგოდეხი |
„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს თავმჯდომარეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (სოციალური საკითხების კურატორი).
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს.
5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.
6. საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.
7. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.“.
|