ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2022
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა
და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის
პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2022 წლის 9 თებერვალი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 96-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდართული სახით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობების, პროცედურების კოორდინაციას საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების წყარო
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამა ძალაშია 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4🔗.
პროგრამით მოსარგებლეები და დახმარების ოდენობა
1. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო და სასკოლო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვების, ჰიგიენური საშუალებებისა და მედიკამენტების ხარჯების დასაფინანსებლად. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
2. პროგრამა ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის, გარდა ფსიქო-სოციალური მუშაობისა, დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა), დასაქმების ვადა განისაზღვრება ოთხი თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად.
3. პროგრამით ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობას ან საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე. დახმარება შეიძლება გაიცეს მრავალჯერადად, წელიწადში ჯამში მაქსიმუმ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მიღების აუცილებელი პირობაა დახმარების მიმღები ოჯახი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობის გაცემით უნდა დაადასტუროს მერის წარმომადგენელმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ორგანიზება
1. ადმინისტრაციული წარმოება იწყება მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.
2. განცხადება /შეტყობინება/, ინფორმაცია ეწერება კონფედენციალობის დაცვისა და სწრაფი რეაგირების მიზნით უშუალოდ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას (შემდგომში - განყოფილება).
3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს განყოფილების სოციალური მუშაკი თავისი პასუხისმგებლობით. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.
4. ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და გასაცემი თანხის კონკრეტულ ოდენობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.
5. საბოლოო გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ იღებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის თაობაზე, კომისიის ოქმისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
6. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს თანხის გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
დახმარების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია
1. ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი პროგრამით სარგებლობისათვის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას (მერის სახელზე);
ბ) მშობლის / კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის მითითებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა დედანი);
ზ) ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;
თ) დამატებით დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
მოსალოდნელი შედეგი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიური სირთულეებისა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების ნაწილობრივ დაძლევა-დაკმაყოფილება ოჯახების გაძლიერების კუთხით.
მუხლი 8🔗.
შეფასების კრიტერიუმი
სოციალური საკითხის პრევენციის მაჩვენებელი.