ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2024 წლის 24 დეკემბერი ქ. ვანი |
|
ა) ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი ბავშვი;
ბ) მიტოვების რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახები;
გ) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ ბავშვი/ბავშვები;
დ) ობოლი ბავშვები;
ე) ის ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შშმ მშობლები;
ვ) ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი/ჰყავთ ძალადობის მსხვერპლი მშობელი;
ზ) ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
თ) უკიდურესად ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 30000-ს ქვემოთაა;
ი) სხვა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახები.
ბ) დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი (საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა) სახით;
გ) დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ერთჯერადად, ისე ნაწილ-ნაწილ წელიწადში ერთხელ.
ა) ერთბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარი;
ბ) ორბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარი;
გ) სამბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარი;
დ) ოთხ და მეტ ბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარი.
2. განცხადება, შეტყობინება/ინფორმაცია ეწერება კონფედეციალობის დაცვისა და სწრაფი რეაგირების მიზნით უშუალოდ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას (შემდგომში – განყოფილება).
3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახის შეფასებასა და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი თავისი პასუხისმგებლობით. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ.
4. ბავშვიანი ოჯახისთვის საჭირო დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და გასაცემი თანხის კონკრეტულ ოდენობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია.
5. საბოლოო გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ იღებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) თანხის გამოყოფის თაობაზე კომისიის ოქმისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
6. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს თანხის გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ბ) დახმარება გაიცემა განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ბოლო 180 დღის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;
გ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები, საჭიროების შემთხვევაში ფორმა N 100, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის ბოლო 180 დღის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;
დ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.