ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. ამბროლაური |
|
2. პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერა, გაძლიერება, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარების გაუმჯობესება, კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში მხარდაჭერა.
3. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვების, მედიკამენტების ხარჯების დასაფარად და ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვისთვის აუცილებელი სხვა საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.
ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ (ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, მათ შორის მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები) ბავშვზე რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება.
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახზე, რომელიც დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის მძიმე კრიზისულ მდგომარეობას ან შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში ბავშვის საჭიროებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთ ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე, რომლის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა დადასტურებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ბავშვის ოჯახზე და დახმარების ზუსტ ოდენობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდგომ, განსაზღვრავს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხით შესაძლებელია დაფინანსდეს მძიმე საცხოვრებელ პირობებში/კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის საცხოვრებელ ფართში მცირე სარემონტო სამუშაოები, ბავშვისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ინვენტარისა და ავეჯის შეძენა, საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ (გამრიცხველიანებულ) ფართში გათბობის მოწყობა და სხვა კრიზისის დაძლევისთვის საჭირო ღონისძიებები.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შშმ ან სსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი) (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის შემდგომ, პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის მიზნით მიმართავს მერს, ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.
3. დაფინანსების გაცემა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე, რომლის პროექტს ამზადებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
4. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებით.
3. სამუშაო ჯგუფი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას იკრიბება განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
5. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.
2. პროგრამის ადმინისტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3. პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.