„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№10
2022 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:
„გ.დ) შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა.“;
ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება.“;
გ) „ზ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი:
„ზ.ე) შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016966.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 11.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016966 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5381540/