„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№52
2022 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები, სასურსათო ულუფა, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაცია და სანივთე ქონების მიღების უფლება.“;
2. მე-4 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობის დღიდან და გრძელდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების განმავლობაში.“;
3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში, მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა”–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება;
ბ) „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება მოსამსახურის სასარჩელო მოთხოვნა (რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (განჩინება)) და სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსამსახურის ზღვრული ასაკის გაზრდას.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე