„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება № 25 |
|
2021 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.22.026.016442) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და აღსრულების უზრუნველყოფა, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადა – უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის თვალთვალს, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენას და განადგურებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პასუხისმგებლობის ზონაში, საზღვაო პორტების, სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალების, გაზსადენების, ნავთობსადენების და სხვა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმისაგან დაცვას და საბრძოლო მორიგეობის ორგანიზებას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს; ე) შერეული საავიაციო ესკადრილია – თავდაცვის ძალების სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერას, რეიდის მოწყობას, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობას და ნეიტრალიზაციას; უზრუნველყოფს დაჭრილების, დაშავებულების და ავადმყოფების სწრაფ საჰაერო ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით. ასევე ახორციელებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ტექნიკით, საწვავ-საპოხი მასალებით და სხვა ქონებით ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას საჰაერო გზით; კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ხმელეთზე და ზღვაზე, მიღებული დავალების საფუძველზე, ატარებს საჰაერო რეკოგნოსცირება; კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს; ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტი – უზრუნველყოფს საჰაერო თავდასხმის შესახებ თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების წინასწარ შეტყობინებას დადგენილი წესით, ახორციელებს საჰაერო სივრცის მუდმივ რადიოლოკაციურ და რადიოტექნიკურ კონტროლს, სადისპეტჩერო მომსახურებას, ახორციელებს სახელმწიფო ავიაციის ფრენების მართვას და კონტროლს, ასევე ლიტერული საჰაერო ხომალდების ფრენის კონტროლს. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) უზრუნველყოფს სარდლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს; გ2) ამტკიცებს სარდლობის საფრენოსნო შემადგენლობისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გადამზადების, აღდგენისა და ინდივიდუალური მომზადების პროგრამებს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 140020000.22.026.016881.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №25, 22.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 140020000.22.026.016881 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5152085/