„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.017003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2022 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის:

1. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

2. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობის დღიდან და გრძელდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების განმავლობაში.“.

3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში, მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) და  საჭიროების შემთხვევაში სანივთე ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა”-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება;  

ბ) „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება მოსამსახურის სასარჩელო მოთხოვნა (რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (განჩინება)) და სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსამსახურის ზღვრული ასაკის გაზრდას.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 20 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.017003.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 08.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017003 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5518550/