„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-12/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016942
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-12/ნ

2022 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით  (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი):

1. 83 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. ცნობის გაცემა SARS-CoV-2-ის გამომვლენი ტესტირების საფუძველზე

1. COVID 19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც დაავადება დაუდასტურდათ ლაბორატორიულად (ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის გამომვლენი ტესტირების (შემდგომში – ტესტირება) ჩატარებით) და ფლობენ ცნობას ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე, აღნიშნული ცნობა ჩაითვლება საავადმყოფო ფურცლის ტოლფას სამართლებრივი შედეგების მქონედ. ამასთან, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაიცეს ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან ამოიბეჭდოს Georgia e-Health აპლიკაციიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება COVID-19-ით ინფიცირების დამადასტურებელი სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 2022 წლის 4 თებერვლამდე (სინჯის აღების თარიღი) დადასტურებულ შემთხვევებში 8 კალენდარული დღე, ხოლო 2022 წლის 4 თებერვლიდან (სინჯის აღების თარიღი)  – 7 კალენდარული დღე  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში (სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს პროკურატურის სისტემაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში) დასაქმებული პირების COVID-19-ით ინფიცირებისას შრომისუუნარობის თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადების განსაზღვრის წესის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 7 დღისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი