„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-58/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-58/ნ

2020 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით   (www.matsne.gov.ge, 07/06/2020, 470230000.22.035.016756) დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9. დარღვევებზე კონტროლის განხორციელებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების წესი

1. ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, ოქმი ივსება მხოლოდ შრომის ინსპექციის თანამშრომლების მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებით დადგენილი წესითა და შემდეგი დათქმების გათვალისწინებით:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში „დარღვეულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის – გადაიხაზება სიტყვები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ხოლო გრაფაში ჩაიწერება იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი(ებ)ს სახელწოდება, მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლის დარღვევის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქმის შედგენის თაობაზე;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფა „დარღვევის გამოსასწორებლად მიცემული ვადა“ – დარჩება შეუვსებელი და ჩაიწერება სიმბოლო „Z“.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა/ჩაბარდება ობიექტს, რასაც იგი ან მისი უფლებამოსილი პირი დაადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე პირი რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმზე, ხოლო ოქმი იგზავნება სამართალდამრღვევთან ფოსტის მეშვეობით, არაუმეტეს ორჯერ. ოქმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ოქმი გამოქვეყნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და გამოქვეყნების მომენტიდან იგი ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე