,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-122/ნ |
|
2020 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2020, 470230000.22.035.016756) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები) მე-9 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად შევსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქციის გადახდა უნდა განხორციელდეს ოქმის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის და სააღსრულებო ფურცლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანების შესაბამისად, შემდეგი დათქმების გათვალისწინებით:
ა) სააღსრულებო ფურცლის გრაფაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:“ ნაცვლად „ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც გათვალისწინებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ ჩაიწერება - „ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
ბ) სააღსრულებო ფურცლის გრაფაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:“ ამოღებულ იქნეს სიტყვები „რისი კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაეკისრა საურავი ორმაგი ოდენობით.“.“
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|