„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელ სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-72/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-72/ნ

2021 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელ სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელ სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2020, 470230000.22.035.016756) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები):

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კონტროლის განხორციელების დროს პირის მიმართ კონტროლის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შედგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით (შემდგომში – მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.”.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, ოქმი ივსება მხოლოდ შრომის ინსპექციის თანამშრომლების მიერ  მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით დადგენილი წესითა და შემდეგი დათქმების გათვალისწინებით:“;

ბ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანების შესაბამისად, შემდეგი დათქმების გათვალისწინებით:“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე