1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების, სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და უზრუნველყოფენ მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვებას.
2. სააგენტომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.
4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის მე-3 მუხლით დადგენილი პირობები