1. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების  ხელშეწყობის  მიზნით მიწოდებული  მომსახურება, რაც მოიცავს  სამუშაოს მაძიებელი ბენეფიციარების, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფის და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე  შესაბამისი სამუშაოს მოძიება/შეთავაზებას.

2. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების  ხელშეწყობის  მიზნით  დამსაქმებელთან  აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს დამსაქმებლებისთვის  შეზღუდული  შესაძლებლობის  ან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება