ამ ქვეპროგრამაში  გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სააგენტო;

ბ) მოსარგებლე – სამუშაოს მაძიებელი, რომელიც თანახმაა ჩაერთოს აღნიშნული ქვეპროგრამის პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების, სტაჟირებისა და საკვანძო კომპეტენციების სასწავლო კურსების კომპონენტებში და ამ მიზნით ხელმოწერილია სპეციალური შეთანხმების ფორმა;

გ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

დ) პროფესიული მომზადების პროგრამა – პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;

ე) პროფესიული გადამზადების პროგრამა – პროფესიული გადამზადების  პროგრამა არის პროგრამა, რომლის მიზანია მოსარგებლის მიერ კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად;

ვ) მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელსაც „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება;

ზ) პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა – ღონისძიებათა ფართო სპექტრი, რომელიც პირს ეხმარება  განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები, კომპეტენცია და ინტერესი განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა;

თ) სტაჟირება – დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით;

ი) მომსახურება – მიმწოდებლის მიერ  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების, საკვანძო კომპეტენციების განვითარების კომპონენტების განხორციელება;

კ) ვაუჩერი – პროფესიული მომზადებისა და პროფესიული  გადამზადების   პროგრამის დაფინანსების საშუალება, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს;

ლ) საგზური – ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა;

მ) სახელმწიფო სტიპენდია – ქვეპროგრამის  ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია;

ნ) პროფესიული მომზადების პროგრამის მინიმალური ხანგრძლივობა – არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობის პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ;

ო) დამატებითი სერვისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი (სურდოთარჯიმანი)  და სხვა) პროფესიული მომზადების, პროფესიული-გადამზადების და/ან  სტაჟირების პროცესში, გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად;

პ) მოთხოვნადი პროფესიები – შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო/კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი) ნუსხა;

ჟ) პერსპექტიული სამუშაო ადგილი – არის რეალური/პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია,  რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) გზით სამუშაოს  მაძიებელთა დასაქმებას;

რ) საკვანძო კომპეტენცია – საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის;

ს) ახალგაზრდები – სააგენტოში რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირები (შემდგომში – ახალგაზრდები);

ტ) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები – პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები, რომლებსაც არ აქვთ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციისთვის მისვლის ვალდებულება;

უ) სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები, 16 წლიდან ზევით საქართველოში  სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები,  რომლებიც მიმართავენ სააგენტო