1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამის (პროგრამული კოდი – 27 05)„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების (პროგრამული კოდი – 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა, სულ 15 ერთეული.
3. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 იანვრის №16 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2022 წლის „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №16 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
4. 2021 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობით:
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2021 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავა