„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-137 |
|
2022 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.023.016486, 20.04.2018 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ჯ7) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შეთანხმება;
ჯ8) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, ან აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების განხილვა და შეთანხმების შემთხვევაში მინისტრის მიერ შექმნილი, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიისთვის წარდგენა (მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის);
ჯ9) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ჯ10) გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხარჯების და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების განხილვა და შეთანხმება;
ჯ11) „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული/მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“
„ე1) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;“
„ლ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს და კომისიებს;“.
,,ი) გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტი“.
„9. გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და
ბ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, ან აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (შეთანხმება/შეთანხმებაზე უარის თქმა) მომზადება;
გ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების შეთანხმების შემთხვევაში, დასაბუთების მინისტრის მიერ შექმნილი, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიისთვის წარდგენის უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის;
დ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის მიერ განსაზღვრული, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
ე) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, ან აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების შეუთანხმებლობის შემთხვევაში – შესაბამისი უარყოფითი დასკვნის მომზადება და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
ვ) საჯარო განხილვისთვის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ზ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების/შენიშვნების განხილვა და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება – მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად;
თ) დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის შესახებ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ი) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
კ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
ლ) საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად შესაბამისი კომისიის შექმნის თაობაზე საააგენტოს უფროსისადმი მიმართვა;
მ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის, გეგმაში ცვლილების შეტანის ან/და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების გარემოსთვის მნიშვნელოვანის ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ანაზღაურების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
ნ) გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხარჯების და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების სახის განხილვა, შეფასება და შეთანხმების (შეუთანხმებლობის) თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
ო) შემოთავაზებული ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შეუთანხმებლობის (არასათანადოდ და არასაკმარისად მიჩნევის) შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება და განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განმახორციელებელისთვის შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების წარმოდგენის მოთხოვნა;
პ) ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
ჟ) ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების მოქმედების ვადის პერიოდული გადამოწმება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
|