გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 22.02.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.07.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2022 წლის 22 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ (დანართი №1) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №48 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.161.016427)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური
დანართი №1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“
მუხლი 1🔗
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს იმ წევრებისთვის, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული, ყოველთვიურად ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარისა.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოანგარიშების პროცედურები
1. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს ის მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელებისას:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით;
ბ) მოსახლეობასთან, თვის განმავლობაში, არანაკლებ სამი შეხვედრისთვის, რაც დადასტურებული იქნება საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათითა და მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმებით;
გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებისთვის.
2. საკრებულოს კონკრეტული წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის განსაზღვრისთვის საკრებულოს წევრი ვალდებულია ყოველი თვის 20 რიცხვიდან, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ“.
მუხლი 3🔗
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი, განცხადება, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია), საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ცხრილს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
2. საკრებულო, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (განკარგულებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს.
3. მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მეოთხე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
„დანართი N2
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
№
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი
საკრებულოს სხდომების რაოდენობა/ დასწრება
საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა/ დასწრება
ფრაქციის სხდომების რაოდენობა
/დასწრება
მოსახლეობაბთან შეხვედრების რაოდენობა
საკრებულოს სხვა დავალებების შესრულება
საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯი (ლარში)
საკრებულოს აპარატის უფროსი: / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“------ წელი.