ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.02.2022 ძალადაკარგული 22.02.2023
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.117.016514
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2022 წლის 23 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 თებერვლის №02 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.117.016484).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავითი ხუციშვილი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ  ამბროლაურის  ზონირების  საფუძველზე  შესაბამისი  ზონების  მიხედვით,  დგინდება შესაბამის  ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებითა და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN = IMG  X  ITL  X  C  X  K, სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG - არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის  შუალედური   ზონისთვის  – 1-ს; ქალაქ  ამბროლაურის   პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს;

დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 380-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს.

მუხლი 2
პირველი  მუხლის  მიხედვით  ქალაქ ამბროლაურის  ცენტრალურ  ზონაში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1,1

0,24

380

32.10

 

მუხლი 3
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული  ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

300

23.04  

 

მუხლი 4
პირველი მუხლის  მიხედვით   ქალაქ ამბროლაურის  პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს  შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

0,9

0,24

240

16.58

 

მუხლი 5
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.91 ლარს.
მუხლი 6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.76  ლარს.
მუხლი 7
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის  №407 დადგენილებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%–ის ოდენობით და იგი განისაზღვროს  11.52 ლარით.

დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება

 

ქალაქ ამბროლაურის  ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი

ITL

ცენტრალური ზონა

1

ვაჟა ფშაველას ქუჩა №1-დან №37-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა;  ვ. მახალდიანის ქუჩა; ვანო კობახიძის ქუჩა; შ. რუსთაველის ქუჩა (მ.  კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ხვანჭკარის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ა. შიშინაშვილის ქუჩა (კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №12ა-ს ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით); თამარ მეფის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით); თამარ მეფის  ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე); ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 შესახვევი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №01 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №02 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №03 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №04 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №05 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი; კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.

1,1

შუალედური ზონა

2

ა. შიშინაშვილის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით); აკ. წერეთლის ქუჩა; ხვანჭკარის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე); რუსთაველის ქუჩა (ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე);  დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №38-ის ჩათვლით; კ. გამსახურდიას ქუჩა №9-დან №88-ის ჩათვლით; გრ. ხუციშვილის ქუჩა; ილ. ჭავჭავაძის ქუჩა (დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე); გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი; გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი; ნიკო ფიროსმანის ქუჩა;  ალ. გურგენიძის ქუჩა (ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით); ბრატისლავა-რაჭის ქუჩა (გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე); სოფიო შარაბიძის ქუჩა; სოლომონ პირველის ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩის  №01 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩა (№37-დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისამდე);  ვაჟა ფშაველას ქუჩა (№01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე); დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი; დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი;  კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი; კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №06 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №07 ჩიხი; ბრატისლავა-რაჭის ქუჩის №08 ჩიხი; ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.

1

პერიფერიული ზონა

3

რ. დვალის ქუჩა; ი. გოგებაშვილის ქუჩა;  პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩის  №20-ის ჩათვლით); ექვთიმე აღმსარებლის  ქუჩა; კ. გამსახურდიას ქუჩა (№88-დან №59-ის ჩათვლით);  თამარ მეფის ქუჩა (№13-დან №22-ის ჩათვლით); გიორგი ბრწყინვალის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი; შოთა რუსთაველის ქუჩა (ა. წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით);  შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი; შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი; კ. ჭიჭინაძის ქუჩა; ა. შიშინაშვილის ქუჩა №33-დან №49-ის ჩათვლით; დიმიტრი ყიფიანის  ქუჩა;  ალ. გურგენიძის ქუჩა №16-დან №18-ის ჩათვლით; ალ. გურგენიძის ქუჩის №02 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი; ვაჟა ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი; თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.

0,9

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.02.2023.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.02.2022. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №07. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.117.016514.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.02.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №07, 23.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016514 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5388930/