აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №54 |
|
2022 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესი“ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა სავალდებულოა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის. 3. ამ წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
მუხლი 3. თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელმა ელექტრონული ფორმით უნდა აღრიცხოს და შეინახოს თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) მოთამაშის სახელსა და გვარს; ბ) მოთამაშის შესვლის თარიღს და დროს; გ) მოთამაშის პირად ნომერს (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში) ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ნომერს (უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა უნდა განხორციელდეს მოთამაშის თამაშობის მოწყობის ადგილზე დაშვებამდე.
მუხლი 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებები აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) შექმნას ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის ისეთი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს აღრიცხული ინფორმაციის დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას; ბ) კალენდარული თვის მიხედვით, მაგრამ კალენდარული თვის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით შეინახოს წინამდებარე წესის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს; გ) სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა წინამდებარე წესის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვის სისტემაზე. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №54. სარეგისტრაციო კოდი — 040170310.22.033.017559.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, №54, 23.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017559 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5388941/