2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2022
ძალაში შესვლა 01.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 710 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2022 მიღება
01.03.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 27.02.2026 2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 01.03.2024 2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 28.02.2023 2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 28.02.2020 2022 – 2025 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 26.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №88 2022 წლის 25 თებერვალი  ქ. თბილისი 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს: მუხლი 1🔗 1. 2022 წლის 11 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.   5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს. 6. სამუშაო ჯგუფმა, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში, უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System – ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუსჯგუფში. 7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 2022 წლის 31 მარტისა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლები.    მუხლი 2🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2022 წლის 28 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) 2023 − 2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1 დანართის შესაბამისად, 2022 − 2025 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას, №2 დანართის შესაბამისად; გ) 2023 − 2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ №1ა დანართის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელიც უნდა დაიწყოს 2023 − 2026 წლების საშუალოვადიან პერიოდში, განახორციელონ „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების შესაბამისად და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში.  3. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2022 წლის 31 მარტისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, მათ მიერ 2023 − 2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების კონცეფციის ბარათები, „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების დანართ №5-ის შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  მუხლი 3🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2023 − 2026 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის მიწოდება არაუგვიანეს 2022 წლის 20 მაისისა. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. მუხლი 4🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2023 − 2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 30 ივნისამდე დამტკიცება, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №1 დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 5 ივლისისა.  მუხლი 5🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.   მუხლი 6🔗 ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2022 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. მუხლი 7🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით, უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 15 ნოემბრისა. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია  განახორციელოს  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრომ. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი