ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2022
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.03.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების
შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 28 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №39 დადგენილება (ვებგვერდი, 04/04/2018 წელი; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016305).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შექმნილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდი) ხარჯვის მექანიზმს.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის გაზრდა.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები;
ბ) გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
დ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის;
ვ) ხარჯები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის;
ზ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
თ) ხარჯები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ან განადგურებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) აღსადგენად, რომლის დროულად განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს;
ი) ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
მუხლი 3🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადება.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას გადაწყვეტილებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის თაობაზე იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
4. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის აუცილებელია დაუყოვნებელი ქმედების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.