ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2022 წლის 28 თებერვალი ქ. ტყიბული
|
|
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, გადამზადება, და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ა) სტაჟირება – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა;
ბ)სტაჟირების ვადას;
გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;
დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე.
ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
3. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა;
4. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან (შემდეგში -კომისია).
5. კანდიდატი, რომელმაც კომისიის გადაწყვეტილებით წარმატებით გაიარა სტაჟიორთა შერჩევის პროცესი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი.
6. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე.
2. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. სტაჟიორს, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
ა) გაეცნოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
გ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
ეძლევა _____________________________________________ სახელი, გვარი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის _________________________________________________ (სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
--------------------------------- -------------------------------- ხელმოწერა თარიღი -------------------------------------------------------------- ტყუბულის მუნიციპალიტეტის მერი
|