„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.161.016504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2022 წლის 28 თებერვალი

ქ.გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge; 19/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.161.016392) დამტკიცებულ დანართში „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტის  მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.“.

2. რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ1 ქვეპუნქტი:

„ვ1) რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებულ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანებით გამოწვეულ ცვლილებას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე;“.

3. რეგლამენტის 23-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც.  საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი:

„51. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის 22 ნაწილით დადგენილი წესის  შესაბამისად იყოს საკრებულოს კომისიის  შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“.

4.  რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

მუხლი 391. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია    

1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო  წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს ის  წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.”.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური