„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2021 წლის 29 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, რომელიც უფლებამოსილია და არა ვალდებული აღნიშნულზე) ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში (წევრი).
3. დადგენილებით დამტკიცებული VI თავის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI. საკრებულოს ფრაქცია, საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია“.
4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:
„მუხლი 391. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
1. საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის წევრთა სია წარედგინება ბიუროს, რომელსაც ის რეგისტრაციაში ატარებს (უმრავლესობის წევრებს ბიუროს ნებისმიერ დროს შეუძლია წარუდგინონ ასევე უმრავლესობის წევრთა განახლებული სია). დაუშვებელია ამ სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.სიაში მიეთითება უმრავლესობის ლიდერი, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობა და არ იწვევს რომელიმე თანამდებობასთან შეუთავსებლობას. უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
2. ფრაქციას, ისევე როგორც უფრაციო წევრს, იურიდიულ საკითხთა კომისიისათვის მიმართვის (ცნობის) შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს უმრავლესობა. იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, ბიუროს მიერ რეგისტრაციაში გატარებით, წევრი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება ასევე, თუ ის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა. ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ უმრავლესობაში შემავალი წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება და ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის ახალი სია, რომელსაც ის რეგისტრაციაში ატარებს.
3. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის სიას, საკრებულოს უმრავლესობის სიის რეგისტრაციის ან ამ სიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“.
|