„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №367 |
|
2022 წლის 25 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო |
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს“ დაემატოს VI1 თავი „მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია“
2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ VI1 თავს დაემატოს 391 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 391. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა
1. საკრებულოს უმრავლესობის შექმნის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელშიც მიეთითება უმრავლესობის ლიდერი. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, რეგისტრაციაში ატარებს უმრავლესობას.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“
2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ VI1 თავს დაემატოს 392 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 392. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციას.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, უახლოეს სხდომაზე, რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.“.
|