„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№011
სარეგისტრაციო კოდი
110060070.70.082.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №011

2022 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016061) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური  პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) განვითარების ხელშეწყობა;

ბ)  პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

ე) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ზ) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

თ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

ი) პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ლ) გენერალური პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

მ) პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

ო) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

პ) პროკურატურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესის კოორდინირება და ზედამხედველობა;

ჟ) საკადრო რეზერვის ფორმირების უზრუნველყოფა;

რ) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

ს) პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია

დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:

ა) თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, რეორგანიზაციის, შტატების შემცირების პროცესის, ორგანიზებას და მართვას;

ბ) პროკურატურის სტაჟიორთა და პრაქტიკანტების შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობას;

გ) პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ხელშეკრულებით მისაღებ პირთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას;

დ) კადრების რეზერვის მართვას;

ე) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების ორგანიზებას;

ვ) პროკურატურის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რანგირების, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების, სხვა საკადრო ხასიათის ან/და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტების მომზადებას;

ზ) შრომითი ხელშეკრულებების დადებას, განახლებასა და შეწყვეტას;

თ) საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაციას;

ი) სამსახურებრივი მოწმობების დამზადებას, გაცემასა და აღრიცხვას;

კ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვას და თანამშრომლებზე გაცემას, ასევე თანამშრომელთა საცეცხლე მომზადების გავლას;

ლ) პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

მ) პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასების მინიჭების საკითხების მომზადებას;

ნ) პროკურატურის თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების შრომითი საქმიანობის ამსახველი ცნობების გაცემას;

პ) პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის საკადრო ხასიათის ინფორმაციების მომზადებას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის სიტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი  ღონისძიებების შესახებ.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“-,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;“.

6. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №011. სარეგისტრაციო კოდი — 110060070.70.082.016083.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №011, 04.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 110060070.70.082.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5401646/