,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№021
სარეგისტრაციო კოდი
110060000.70.082.016093
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №021

2022 წლის 16 ივნისის

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016062) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს:

ა) დაემატოს: შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონო დაუფლება, შეცვლა, დაზიანება ან/და დაფარვა; მონაცემთა ხელყოფა, კომპიუტერული მოწყობილობების არასანქცირებული გამოყენება და სხვა) ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ 1“ ქვეპუნქტი:

„კ1) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ და მასთან დაკავშირებულ კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოცანებია:

ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების გამოვლენა;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ შეტყობინებების განხილვა, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორის შემოწმება და კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყება;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყება, წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;

დ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

ვ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ზ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

თ) ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის ფაქტების გამოვლენა;

ბ) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის შესახებ შეტყობინებების განხილვა, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორის შემოწმება და კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყება;

გ) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის ფაქტებზე გამოძიების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ;

დ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კიბერდანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტების თაობაზე;

ვ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ზ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა.

თ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ი) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კ) კიბერდანაშაულის ინციდენტების დამუშავება, ანალიზი კიბერ საფრთხეებთან და ინციდენტებთან დროულად გასამკლავებლად, ასევე კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აუცილებელი სტანდარტების შემუშავება/დანერგვა;

ლ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  უფროსი პროკურორები და პროკურორები;“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები;“.

გ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;“.

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ 1“ ქვეპუნქტი:

„დ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელიბაკურ აბულაძე