„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.023323
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №111

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, 300160070.10.003.021791) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X და XI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფიზიკური პირის მიერ:

ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, ჰუმანიტარული  დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-8 მუხლების რომელიმე ადმინისტრაციული მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.“;

ბ) X და XI დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




დანართი X

 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1

 

  •  
  •  

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

  •  
  •  

     

     

     

     

     

  •  
  •  

  •  
  •  

  •  
  •  

     

     

     

     

     

     

     

     

  •  
  •  

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

  •  
  •  

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    კატეგორია

    საქონლის დასახელება

    სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო

    ნომენკლატურის (სეს ესნ-ის) მიხედვით

    რესპირატორი

    რესპირატორული დამცავი ნიღბები შეცვლადი ფილტრებით

    9020 00 000 90

    რესპირატორული მოწყობილობა სახის დამცავი ნიღბით

    აირებისგან დამცავი რესპირატორული მოწყობილობები

    რესპირატორული აღჭურვილობები – დაივინგისთვის

    ნაწილაკების მფილტრავი რესპირატორული დამცავი პირბადეები (გარდა სამედიცინო, ქირურგიული პირბადებისა)

    6307 90 980 00

    თვალისა და სახის დაცვა

    თვალის ინდივიდუალური დამცავი ფარები და სათვალეები

    9004

    6506 10 

     

     

     

    თვალის ინდივიდუალური დამცავი შემდუღებლისთვის

    ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები

    სათხილამურო დამცავი სათვალე

    დამცავი სათვალეები მოტოციკლეტისა და მოპედისთვის

    თოვლმავალის მართვის დროს დამცავი სათვალეები

    მზის კაშკაშისაგან დამცავი სათვალეები სამრეწველო გამოყენებისათვის

     ლაზერული გამოსხივებისაგან დამცავი სათვალეები

    სმენის დამცავი საშუალებები

    ხმაურის დონის გარდამქმნელი სმენის დამცავი ყურსაფარები

     

    8518 30 950 00

    სმენის დამცავი ყურსაფარები ელექტრო-აუდიო გადამცემით

     

    8517 62 000 00

    სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა

     სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი ღვედი/ქამარი

    6307 20 000 00

    დამცავი ჩაფხუტები

    ინდუსტრიული დამცავი ქუდი

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები საჰაერო სპორტისათვის

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები სამთო მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები ველოსიპედისტების, სკეიდბორდისა და როლიკების მომხმარებლებისათვის

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები კანოეთი ცურვისა და წყლის სპორტისათვის

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები მარხილების მომხმარებლებისათვის

    6506 10 100 00

    დამცავი ჩაფხუტები თოვლის მანქანების და ბობსლეის მძღოლებისა და მგზავრებისათვის

    6506 10 100 00

    სამრეწველო დამცავი ჩაფხუტები

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები მეხანძრეებისთვის

    6506 10 100 00

    ჩაფხუტები ალპინისტებისათვის

    6506 10 100 00

    დამცავი სპეცსამოსი

    ინფექციური საშუალებებისგან დამცავი საიზოლაციო კომბინიზონი

    6210 10 980 00

    სამაშველო ჟილეტები

    6307 20 000 00

    თხევადი ქიმიკატებისგან დამცავი სამოსი

    უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 10 980 00

    პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00

    დამცავი სპეცსამოსი პესტიციდებთან მუშაობისას

    უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 10 980 00

    პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00

    მყვინთავის კოსტიუმი – უნიფიცირებული კოსტიუმები

    6113 00 100 00

    6210 40 000 00

    4015 90 000 00

    მყვინთავის კოსტიუმები – თბობადი და გაგრილებადი კოსტიუმების სისტემები და კომპონენტები

    6113 00 100 00

    6210 40 000 00

    4015 90 000 00

    დამცავი ფეხსაცმელი

    ჯაჭვური ხერხისგან დამცავი ფეხსაცმელი

    6401 10 000 00

    6403 40 000 00

    6401 92 100 00

    6401 92 900 00

    ფეხსაცმელები მეხანძრეებისათვის

     

    6401 10 000 00

    6401 99 000 00

    6401 92 100 00

    ქიმიკატებისგან დამცავი ფეხსაცმელები

    6401 92 100 00

    6401 99 000 00

    6401 10 000 00

    8. 

    დამცავი ხელთათმანები

    თერმული საფრთხეებისგან დამცავი ხელთათმანი

    6216 00 000 00

    მექანიკური რისკებისგან დამცავი ხელთათმანები

    6216 00 000 00

     იონიზებული რადიაციისა და რადიაქტიური დაბინძურებისგან დამცავი ხელთათმანი

    6216 00 000 00

    დანით მიყენებული ჭრილობებისგან დამცავი ჯაჭვის ხელთათმანი

    7323 10 000 000

    დამცავი ხელთათმანები შემდუღებლებისათვის

    6216 00 000 00

    სახიფათო ქიმიური და მიკროორგანიზმებისგან დამცავი ხელთათმანები

    ვულკანიზებული რეზინის მასალისგან 4015 19 000 00

    დამცავი ხელთათმანები მეხანძრეებისათვის

    6216 00 000 00

    ელექტროობისგან დამცავი ხელთათმანი

    6216 00 000 00

    9.

    სპორტული დამცავი აღჭურვილობა

    დამცავი ფეხსაცმელი მოტოციკლისტებისათვის

    6403 19 000 00

    ფეხბურთის მეკარის დამცავი ხელთათმანი

    4203 21 000 00

    დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის –თავის დამცავები

    9506 99 900 00

     დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის –გენიტალიებისა და მუცლის დამცავები

    9506 99 900 00

    დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებაში –ქალებისთვის მკერდის დამცავი

    9506 99 900 00

    მაჯის, ხელისგულის, მუხლის და იდაყვის დამცავები გორგოლაჭებიანი სპორტისთვის

    9506 99 900 00

    დამცავი სამოსი ცხენოსნობისთვის – ჟაკეტები, სხეულისა და მხრების დამცავები

    9506 99 900 00

    დამცავი სამოსი – წვივსაფარი – ეკიპირების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ფეხბურთელებისთვის

    9506 99 900 00

    მუხლის და იდაყვის დამცავი დარბაზის სპორტისთვის

    9506 99 900 00

    დამცავი სამოსი  – ხელის პროტექტორები, ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

    9506 99 900 00

    დამცავი სამოსი  – მხარის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

    დამცავი სამოსი  – მკერდის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

    დამცავი სამოსი  – მუცლის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

    დამცავი სამოსი  – ფეხის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

    დამცავი სამოსი  – ტერფის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

    დამცავი სამოსი  – გენიტალიების პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

    დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისთვის – ხელისა და ფეხის დამცავები

    9506 99 900 00

    დამცავი აღჭურვილობა კარატეში, სახის დამცავები

    9506 99 900 00

     ხელის დამცავი სამოსი მოფარიკავეთათვის

    9506 99 900 00

    მხარის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

    მკერდის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

    მუცლის დამცავი სამოსი  მოფარიკავეებისთვის

    ფეხის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

     ტერფის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

     გენიტალიების დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

     სახის პროტექტორი, მოფარიკავეებისთვის

    სამთო მოწყობილობები – ყინულის ანკერი

    9506 99 900 00

    დამცავი საშუალებები სიმაღლიდან დაშვებისათვის – გამაგრების მექანიზმები

    9506 99 900 00

    ალპინისტური აღჭურვილობა. ჩამკეტები.

    9506 99 900 00

    აღჭურვილობა ალპინიზმისათვის. თოკის მომჭერები

    9506 99 900 00

    აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – სოლები

    9506 99 900 00

    ალპინისტის ბაგირი

    9506 99 900 00

    ალპინისტის მარყუჟი

    9506 99 900 00

    აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – შემაერთებლები (კარაბინი)

    9506 99 900 00

    აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – ფრიქციული ანკერები

    9506 99 900 00

    სიმაღლიდან ჩამოვარდნისგან ინდივიდუალური დაცვა –ბაწრების გამოყენების სისტემები. ბაწრების რეგულირების მექანიზმები

    9506 99 900 00

    აღჭურვილობა ალპინისტებისთვის – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები მექანიკური ხელის ჩამკეტებით

    9506 99 900 00

    ალპინისტური აღჭურვილობა. გორგოლაჭები/შკივები

    9506 99 900 00

    10. 

    სხვა

    სამთო აღჭურვილობა – ზვავის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ბალიშების სისტემები

    9506 99 900 00

     

    დანართი XI

     

    ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №2

     

    კატეგორია

    დასახელება

    1

    რესპირატორი

    რესპირატორული დამცავი მოწყობილობის ფილტრები

    2

    თვალისა და სახის დაცვა

    მზის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე (არ შედის მოდური აქსესუარები, რომლებსაც მზისგან დამცავი ფუნქცია არ გააჩნიათ)

    თვალისა და სახის ბადისებრი დამცავი ფარი

    3

    სმენის დამცავი საშუალებები

    სმენის დამცავი ყურის საცობები პროფესიული გამოყენებისთვის

    სმენის დამცავი ყურსაფარები პროფესიული გამოყენებისთვის

    სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე

    აუდიოაღჭურვილობის მქონე სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე