„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №318 |
|
2021 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X და XI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).
2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, დადასტურებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენის გარეშე შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართში მოცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ხოლო XI დანართში მითითებულის – მხოლოდ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს X და XI დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
„დანართი X
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1
დანართი XI ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №2
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №318. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.022873.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №318, 01.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022873 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5206494/