სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 070.030.000.11.106.005.412
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა (პლანშეტი №1)
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 31 იანვრის №51 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
პლანშეტი №1სააღსრულებო პოლიციის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა
1. ზამთარის №1
ა) მუქი ლურჯი ქურთუკი ოქროსფერი ღილებით;
ბ) მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით;
გ) თეთრი პერანგი;
დ) შავი ჰალსტუხი;
ე) მუქი ლურჯი ფერის შარვალი;
ვ) შავი ფეხსაცმელი;
ზ) შესაბამისი ფურნიტურით (ორდენები მედლები).
2. ზამთრის №2
ა) მუქი ლურჯი ბერეტი;
ბ) მუქი ლურჯი კომბინირებული ქურთუკი /მოსახსნელი დასათბუნებლით/;
გ) მუქი ლურჯი შარვალი;
დ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
ე) შავი სვიტერი.
3. საზაფხულო №3
ა) მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით;
ბ) თეთრი პერანგი;
გ) შავი ჰალსტუხი;
დ) მუქი ლურჯი ფერის შარვალი;
ე) შავი ფეხსაცმელი;
ვ) შესაბამისი ფურნიტურით (ორდენები მედლები).
4. საზაფხულო №4
ა) მუქი ლურჯი ბერეტი;
ბ) მუქი ლურჯი შარვალი;
გ) მუქი ლურჯი პერანგი;
დ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;
ე) შავი მაისური.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“?
- „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №608. სარეგისტრაციო კოდი — 070.030.000.11.106.005.412.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.05.2018-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №608, 16.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.11.106.005.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54046/