სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 |
|
2022 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
|
1. სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა (შემდგომში – ეთილის სპირტი) და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის (შემდგომში – დისტილატი) წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების მიზანია სპირტიანი სასმელების, ეთილის სპირტისა და დისტილატის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგს, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშის აღებას, მისი ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონიტორინგი – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად;
ბ) დოკუმენტური შემოწმებაგ) ნიმუშის აღება – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოსაკვლევად;
დ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.
მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების ობიექტებია:
ა) სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი და დისტილატი;
ბ) წარმოების ადგილი და უშუალო პროცესი;
გ) სპირტიანი სასმელების, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების წესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები;
დ) სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
1. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით).
2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ან პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა;
ბ) ბიზნესოპერატორის დასახელება, რომლის საქმიანობაზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი;
გ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების მიზანი და ობიექტები;
დ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების ვადა.
3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს:
ა.ა) დოკუმენტაცია სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ნაშთების, მათი წარმომავლობის, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული მასალებისა და ნივთიერებების შესახებ;
ა.ბ) ლაბორატორიული ჟურნალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევის მიზნით.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული ობიექტები;
ბ) შედეგები ასახოს:
ბ.ა) მონიტორინგის ან/და დოკუმენტური შემოწმების აქტში (დანართი №1);
ბ.ბ.) ნიმუშის აღების აქტში (დანართი №2).
ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.
მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების შედეგები გამოიყენება:
ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.03.2024.
- როდის იქნა მიღებული „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.023331.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.03.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №121, 10.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023331 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5405898/