„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010210000.74.086.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №30

2022 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
   

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს  №9  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოება;“;

ბ) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს); სამეწარმეო-სამართლებრივი დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;“;

გ) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1, VII3-VII22 თავებით განსაზღვრული დავები;

ბ.ბ) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; შრომითი დავები; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები; საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1, VII3 -VII5, VII7-VII22 თავებით განსაზღვრული დავები;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 მარტიდან.

 


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი