„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №58 |
|
2024 წლის 11 იანვარი ქ.თბილისი |
„ბ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციულ საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ბ.ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დავები; ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების თაობაზე დავები; აღიარებითი სარჩელის თაობაზე დავები; შრომითი დავები; სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავები; სახელმწიფო სოციალური დაცვის თაობაზე დავები; საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები; საარჩევნო დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1, VII4, VII5, VII7, VII9, VII11-VII16, VII18-VII27 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ.ბ) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე დავები; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები; მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1, VII3-VII5, VII7, VII9, VII11-VII27 თავებით განსაზღვრული დავები;
ბ.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები;
ბ.დ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ვიზის გაცემასთან დაკავშირებული დავები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 და VII10 თავებით განსაზღვრული დავები.“.
|