ოქმი საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 08.10.2021
ძალაში შესვლა 19.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №21-10-08 (GE-AZ-TK)
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016684
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2022
matsne.gov.ge 875 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.10.2021 მიღება
19.03.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 22.12.2025 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 24.10.2019 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 22.06.2017 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 24.04.2018 საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 12.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ ოქმი საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ, შემდგომში ცალკე მოხსენიებულნი როგორც ,,მხარე“, ხოლო ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“; ადასტურებენ რა, მხარეთა შორის მტკიცე თანამშრომლობას; აღიარებენ რა, საბაჟოს მნიშვნელობას საბაჟო საზღვრის დაცვის და ვაჭრობის გამარტივების მეშვეობით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით; აღნიშნავენ რა, მხარეთა ძალისხმევას, უზრუნველყონ ინფორმაციის გაცვლა საქონლის, მომსახურებების, კაპიტალისა და ადამიანური რესურსების ორმხრივი გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით; თანხმდებიან შემდეგზე:  მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები 1)  მხარეებმა უნდა შექმნან „საბაჟო საკითხის შესახებ სამმხრივი კომიტეტი“ (შემდგომში – „კომიტეტი“). 2) მხარეთა შორის ყველა შესაბამის საკითხებში თანამშრომლობის განვითარება უნდა განხორციელდეს კომიტეტის და მისი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. მუხლი 2🔗 კომიტეტის ფუნქციები 1) კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა შორის თანამშრომლობის კოორდინირება, ხელშეწყობა და განვითარება, ასევე განსაზღვროს თანამშრომლობის ძირითადი სფეროები და მიმართულებები. 2) კომიტეტმა კოორდინირება უნდა გაუწიოს მხარეთა შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ა) მხარეთა შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით საჭირო გზების და შესაძლებლობების მოძიება; ბ) ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება, საზღვრის კვეთის ხელშეწყობის, გამარტივების და უზრუნველყოფის და ეფექტიანი საბაჟო ფორმალობების წარმოდგენის მიზნით; გ) საბაჟო პოლიტიკასა და პროცედურებთან, აღსრულების ფუნქციებთან, მოდერნიზაციის პროგრამებთან და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარება; დ) საბაჟო პროცედურებისა და საბაჟო შემოწმების დროს გამოყენებული ტექნოლოგიების შემუშავება და გაუმჯობესება, გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემთა სიზუსტის უზრუნველსაყოფად; ე) პროექტების განხორციელება, საბაჟო კონტროლის ეფექტურობის ამაღლების და საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით, ინფორმაციის გაცვლის გზით; ვ) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული სწრაფი ერთობლივი მოქმედებების მიზნით; ზ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა;     თ) თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა, საბაჟო კონტროლის მიზნით რისკების მართვის სისტემის განვითარების სფეროში; ი) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის სხვა სფეროები. მუხლი 3🔗 კომიტეტის სტრუქტურა 1) მხარეებმა ჯეროვნად უნდა დანიშნონ კომიტეტის თავიანთი წევრები და აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 2) თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნდა განისაზღვროს კომიტეტის თანა-თავმჯდომარედ; 3) საბაჟო ადმინისტრაციების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრებიან კომიტეტის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებად. 4) მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 5) კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს წარმოადგენს შემდეგი: ა) სამუშაო ჯგუფი საბაჟო საკითხების გაუმჯობესების შესახებ; ბ) სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო თანამშრომლობის და ტრენინგების შესახებ; გ) სამუშაო ჯგუფი მონაცემთა გაცვლის შესახებ; დ) სამუშაო ჯგუფი საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ; ე) სამუშაო ჯგუფი რისკების მართვის და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. 6) თანამშრომლობის განვითარების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ჯგუფები. 7) სამუშაო ჯგუფებმა უნდა იხელმძღვანელონ წინამდებარე ოქმით და კომიტეტის და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მათი საქმიანობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ანგარიშის სახით რეგულარულად უნდა წარუდგინონ კომიტეტს. მუხლი 4🔗 კომიტეტის სხდომები 1) კომიტეტის სხდომები უნდა ჩატარდეს მონაცვლეობით, წელიწადში ერთხელ. 2) სხდომის თარიღსა და დღის წესრიგის საკითხებს მხარეები განიხილავენ სხდომამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. სხვა საკითხების შემოთავაზება შესაძლებელია კომიტეტის თანახელმძღვანელობის მიერ და შესაძლოა წამოიჭრას დისკუსიების დროს. 3) საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა თანხმობით, სხდომებში მონაწილეობის მიზნით, თითოეულმა მხარემ შესაძლოა მოიწვიოს სხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები კომიტეტის ფარგლებში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. 4) მხარეთა წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან აწარმოონ კონსულტაციები გადაუდებელი მნიშვნელობის საკითხებზე კომიტეტის რეგულარულ სხდომებს შორის, მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები განსახილველ საკითხთან მიმართებით და აღნიშნული ასახონ კომიტეტის უახლოესი სხდომის ოქმში. 5) კომიტეტის სხდომებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა დაოქმდეს, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს კომიტეტის თანახელმძღვანელობის მიერ, კომიტეტის სხდომების დასრულებისას. კომიტეტის სხდომის ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე. მუხლი 5🔗 კომიტეტის ფინანსური ხარჯები 1) კომიტეტის სხდომების მომზადებისა და ჩატარების ხარჯები უნდა გაიღოს მასპინძელმა მხარემ. კომიტეტის სხდომის მონაწილე პირის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს თავად მხარეების მიერ. 2) თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს ყველა საჭირო ხარჯი, რომელიც უკავშირდება მის მიერ კომიტეტში წარდგენილი წევრების საქმიანობას.  მუხლი 6🔗 სხვა შეთანხმებები წინამდებარე ოქმის დებულებები გავლენას არ მოახდენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რაც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ. მუხლი 7🔗 უთანხმოების მოგვარება ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს წინამდებარე ოქმის განმარტებას ან გამოყენებას, უნდა მოგვარდეს მხარეთა შორის მოლაპარაკებების და კონსულტაციების გზით. მუხლი 8🔗 დამატებები და ცვლილებები წინამდებარე ოქმში, ნებისმიერი დამატება ან ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა  წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამგვარი დამატებების და ცვლილებების ასახვა უნდა მოხდეს დამოუკიდებელი ოქმის სახით, რომელიც წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე ოქმის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. მუხლი 9🔗 ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1) მხარეებმა წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ დეპოზიტარს, წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთვის საჭირო, თავიანთი შიდასამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის იმ თარიღიდან ოცდამეათე დღეს, როდესაც დეპოზიტარმა აცნობა სხვა მხარეებს ყველა მხარის მიერ წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2) წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება, ოქმის შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე ოქმის მოქმედება წყდება ამგვარი შეტყობინების გაგზავნიდან სამი თვის შემდეგ. წინამდებარე ოქმის მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს უკვე მიმდინარე აქტივობებსა და პროექტებზე. 3) წინამდებარე ოქმის დეპოზიტარს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა. დეპოზიტარმა, წინამდებარე ოქმის დამოწმებული ასლები ყველა მხარეს უნდა გადასცეს. ხელმოწერილია  ქ. იზმირში, 2021 წლის 8 ოქტომბერს, სამ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ბ-ნი ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ბ-ნი საფარ მეჰდიევი სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ბ-ნი რიზა თუნა თურაგაი ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.